2020
13th Oct 2020

პაროდონტის დაავადება და ორთოდონტიული მკურნალობა

💎 პირის ღრუს ზედმიწევნით კარგი ჰიგიენა ორთოდონტიული მკურნალობისას ერთერთი მთავარი პირობაა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული გართულებების თავიდან ასაცილებლად.
13th Oct 2020

ქლორჰექსიდინის გლუკონატი პაროდონტოლოგიაში

💦 1987 წელს ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციამ  (ADA) ქლორჰექსიდინის გლუკონატის 0.12%-იანი პირის ღრუს სავლები ეფექტურად სცნო ღრძილზედა ნადებისა და გინგივიტის ნიშნების შესამცირებლად და ამის შემდეგ ეს სავლები ფართოდ გამოიყენება, თუმცა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
13th Oct 2020

რა უნდა ვიცოდეთ პირის ღრუს სავლებებზე?

პირის ღრუს სავლებები სტომატოლოგიაში გამოიყენება ანტიმიკრობული, ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო, ანალგეტიკური ან კარიესის საწინააღმდეგო დანიშნულებით. ათწლეულების განმავლობაში მათი მთავარი ინგრედიენტი სპირტი იყო. თუმცა ამჟამად მას უკვე ანაცვლებენ უფრო ეფექტური და უსაფრთხო ბაქტერიოციდული ნივთიერებებით, რომლებსაც მოქმედების ფართო არეალი აქვთ და ღრძილების ანთების, ჰალითოზის, ნადების დაგროვების და კარიესის საწინააღმდეგო, ასევე მინანქრის აღმდგენი თვისებებით ხასიათდებიან. ალბათ გაინტერესებთ რა ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს თქვენი კბილის პასტა.
13th Oct 2020

პაროდონტოლოგიური ქირურგია

✅ დღეს წარმატებული პაროდონტოლოგიური მკურნალობისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ქირურგიული თუ არაქირურგიული მეთოდი. ყველა მათგანს საერთო მიზანი აქვს - ინფექციისა და ანთებითი პროცესის კონტროლი და პაროდონტული ჯიბეების შემცირება.
13th Oct 2020

ანტიბიოტიკების გამოყენება პაროდონტოლოგიაში

💊 თუ გავითვალისწინებთ, რომ პაროდონტი დაავადება ინფექციური წარმოშობისაა და პათოგენური ბაქტერიებითაა გამოწვეული, თითქოსდა ლოგიკური უნდა იყოს მისი მკურნალობა ანტიბიოტიკებით, რასაც ზოგიერთი ექიმი ხშირად მიმართავს კიდეც და იყენებს ანტიბიოტიკის ინექციებს, ტაბლეტებსა თუ მალამოებს.
13th Oct 2020

რა არის მემბრანა?

⚫️ რა არის მემბრანა და რატომ გამოიყენება პერიოქირურგიაში? ზოგადად პაროდონტოლოგიური მკურნალობის მიზანი არის დაკარგული მიმაგრების აღდგენა, რაც თავის მხრივ მოიაზრებს პაროდონტის ყველა ქსოვილის აღდგენას კბილის ირგვლივ ძვალი, პერიოდონტის იოგი, შემაერთებელი ქსოვილი და ეპითელიუმი.
13th Oct 2020

ღრძილების შეფერილობაზე მოქმედი ფაქტორები

ღრძილების შეფერილობა ადამიანებში ინდივიდუალურია, ისევე როგორც კანის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით შეიძლება შეიცვალოს ღია ვარდისფერიდან მუქ ყავისფერ ან შავამდეც კი. ორგანიზმში პიგმენტ მელანინის არსებობა განსაზღვრავს ჩვენი კანის, თმისა და თვალის ფერადი გარსის შეფერილობას.
13th Oct 2020

ღიმილის ხაზი

ღიმილის ხაზი ანუ ღიმილის დროს კბილების გამოჩენის ხარისხი, რამდენიმე გარემოებთაა განპირობებული. ესაა: 1. ტუჩების ფორმა და ზომა; 2. სახის კუნთების ტონუსი; 3. კბილების ფორმა და ზომა; 4. ღრძილის ქსოვილის თავისებურება.
6th Aug 2020

 პაროდონტოლოგიური პლასტიკური ქირურგია

🔰 "პლასტიკური ქირურგიის" ხსენებისას უმრავლესობა პირველ რიგში გაიფიქრებს ცხვირის, მკერდის, ქუთუთოს და სხვა შედარებით გავრცელებულ ქირურგიულ პროცედურებზე. საკმაოდ ხშირად ისინი არამარტო კოსმეტიკური, არამედ სამკურნალო მიზნით ინიშნება და სრულდება.
6th Aug 2020

რა დროს მივმართოთ პაროდონტოლოგს?

🔵 როგორც წესი, პირის ღრუში რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში ზოგად სტომატოლოგს ან სტომატოლოგ-თერაპევტს მიმართავენ ხოლმე. მას შესაძლოა პროფილაქტიკური ჰიგიენური პროცედურების ჩატარების დიდი გამოცდილება ჰქონდეს, რაც კბილის ღრძილზედა ზონის სკეილინგსა და კბილების პოლირებას მოიცავს.
3rd Jul 2020

კბილის გვირგვინების ესთეტიკურ დაგრძელება

🔝 თანამედროვე სამყაროში ესთეტიკური სტომატოლოგიის მიმართ მოთხოვნები სულ უფრო იზრდება. დღეს უკვე ჯანმრთელი ღრძილი მკურნალობის გეგმის აუცილებელი რგოლია, როგორც ღიმილის 3 კომპონენტიდან ერთერთი
3rd Jul 2020

თუ თქვენ დაგისვეს დიაგნოზი – პაროდონტიტი

თუ თქვენ დაგისვეს დიაგნოზი - პაროდონტიტი და გაინტერესებთ რა ეტაპებს მოიცავს მკურნალობა, რისი შეცვლა მოგიწევთ, რას უნდა მოელოდეთ მკურნალობის პერიოდში. აი რამდენიმე ძირითადი ასპექტი:
1 2 3 4 5 6