ღიმილის ხაზი ანუ  ღიმილის დროს კბილების გამოჩენის ხარისხი, რამდენიმე გარემოებთაა განპირობებული. ესაა:
1️⃣ ტუჩების ფორმა და ზომა.
2️⃣ სახის კუნთების ტონუსი.
3️⃣ კბილების ფორმა და ზომა.
4️⃣ ღრძილის ქსოვილის თავისებურება.

✅ ღიმილის ხაზის ოპტიმალური მდებარეობისას ღრძილი უნდა შიშვლდებოდეს მინიმალური რაოდენობით. ღრძილის კონტური უნდა იყოს თანაბარი და ჰარმონიულად ერწყმოდეს ტუჩს. ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ფაქტორის დარღვევის მიზეზით ღიმილის დროს ღრძილის ჭარბად გაშიშვლებას ღრძილოვანი ღიმილი ეწოდება, რომელიც ბევრისთვის ფსიქოლოგიური დისკომფორტის მიზეზია და თვლიან, რომ მათი ღიმილი მიმზიდველი არ არის. ხშირად ამის გამო გაღიმებასაც კი ერიდებიან.

☝🏻თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მდგომარეობის უკან ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მიზეზი დგას, როგორიცაა მაგალითად თანკბილვის ანომალია ან კბილის ამოჭრის დარღვევა.