გამოყენების ჩვენება:
- კბილის ნადების მოცილება (ბაქტერიული ბიოაპკის დაშლა)
- აფთოზური სტომატიტი (ნეკროზული პროცესები)
- ქრონიკული პაროდონტიტი (პაროდონტული ჯიბე)
- პერიიმპლანტიტი, მუკოზიტი
- ენდოდონტიური მკურმალობა
- პირის ღრუს ქირურგია (კომბინირებულ თერაპიაში)
- ღრძილის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომბინირებულ თერაპიაში)
მოხმარების წესი:
- HybenX® გამოიყენება ადგილობრივად (ღრძილის ქსოვილზე, პაროდონტულ ჯიბეში, ან კბილის არხში ენდოდონტური მკურნალობისას), შპრიცის მეშვეობით ან სხვა საშუალებით, რომელსაც აირჩევს სტომატოლოგი;
- HybenX® გელის დატანება უნდა მოხდეს უშუალოდ დაზიანებულ ქსოვილზე;
– პაროდონტული ჯიბის შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე ღრმა ნაწილიდან და ზედმიწევნით მოხდეს მისი ირიგაცია უფრო ზედაპირულ ზონებში.
– ძლიერად სისხლმდენ ადგილებზე სისხლდენის შეჩერების მიზნით გელი დაიტანება პირდაპირ სისხლდენის წყაროზე
– გელი ეფექტურად გამოიყენება არხის გამოშრობის მიზნითაც, როცა ექსუდატის არსებობა ხელს უშლის არხის სრულფასოვან ობტურაციას.
- ზედმეტი სითხე შეამცირებს HybenX® გელის ეფექტურობას. გამოიყენეთ ბამბა ან კომპრესირებული ჰაერი, რათა გააშროთ ქსოვილები პრეპარატის შეტანამდე.
- HybenX® გელის დატანება უნდა მოხდეს საშუალოდ 10-დან 20 წამის განმავლობაში (60 წამი ენდოდონტიური მკურნალობისას)
- HybenX® გელის გამოყენების შემდეგ პირის ღრუს ქსოვილები უნდა გასუფთავდეს გელის ნარჩენებისგან წყლის და ძლიერი გამწოვი სისტემის საშუალებით.
შემადგენლობა:
HybenX® – პირის ღრუს სადეკონტამინაციო საშუალება
Medical Device class 1
HybenX® შეიცავს გოგირდოვან ფენოლებსა და გოგირდის მჟავას, რომლებიც არიან ქსოვილოვანი დენატურანტები.
HybenX® არის გაუმჭვირვალე იისფერი, ნახევრად ბლანტი გელი