ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ჩვენს კომფიდენციალობის პოლიტიკას და მის პირობებს.
პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მოხდება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად.
საზოგადოებას შეუძლია შეცვალოს ან უბრალოდ განაახლოს კონფიდენციალობის პოლიტიკა მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ შორის, როდესაც ცვლილებები შედის სამართლებრივი დებულებებით ან რეგულაციებით, რომლებიც არეგულირებს მონაცემთა და თქვენი უფლებების დაცვას. კონფიდენციალობის პოლიტიკის შესწორებებისა და ცვლილებების შესახებ შეტყობინება მოხდება, როგორც კი ასეთი შესწორებები და ცვლილებები განხორციელდება და მათ სავალდებულო ძალა ექნება ამ ვებ-გვერდზე ამ განყოფილებაში გამოქვეყნებისთანავე.
თუ GSPI- ის წევრს სურს რომ წაიშალოს მისი პროფილი და მთელი ის ინფორმაცია რომელსაც საზოგადოება ფლობს მის შესახებ, შეუძლია წერილობითი ფორმით მიმართოს საზოგადოების მდივანს, განაცხადის გაკეთებიდან უახლოეს პერიოდში ჩვენი ვებ გვერდიდან აღებული იქნება ინფორმაცია მის შესახებ.