სწორედ მაშინ, როცა მიზნები, იდეები და პროფესიული ზრდის სურვილი გახდა საერთო და მნიშვნელოვანი, გაჩნდა პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა „ალბიუსის“ კლუბის შექმნის იდეა. 2017 წლის 19 ოქტომბერს პერიოსკოლის კურსდამთვარებული ექიმების ერთიანი გადაწყვეტილებით დაარსდა კლუბი, რომლის მიზანიც არის:

    • პაროდონტოლოგიური დარგის განვითარება და პოპულარიზაცი საქართველოს სტომატოლოგიურ სივრცეში,

  • პაროდოტოლოგიური დაავადებების სწორი და თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შესწავლა-დანერგვა,
  • თანამედროვე კვლევების გაცნობა.
  • უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობა,
  • სხვადასხვა სამეცნიერო პროექტის განხორციელება.
  • სოციალური ქსელის საშუალებით ყველა სიახლის, საკუთარი კლინიკური შემთხვევების და თითოეული ექიმის გამოცდილების გაზიარება.

კლუბის დაარსების დღეს კლუბის წევრებმა იმსჯელეს კლუბის წესდებაზე, აირჩიეს კლუბის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, რომლებიც 1 წლის განმავლობაში ჩაიბარებენ კლუბის მართვას:

  1. ხელმძღვანელი – ლიკა გოგილაშვილი
  2. ხელმძრვანელის მოადგილე – მარიამ თანანაშვილი
  3. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო ევგენიძე
  4. მარკეტინგის მენეჯერი – ლანდა ლურსმანაშვილი
  5. სოციალური ქსელების მენეჯერი – მანანა ბერულავა
  6. ივენთ მენეჯერი – ნინო ედილაშვილი

კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში კლუბის წევრებს მხარდაჭერა აღუთქვეს სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსის“  ხელმძღვანელმა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქ-მა ქეთევან გოგილაშვილმა და პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა „ალბიუსის“ ხელმძღვანელმა ქ-მა თეა ნაცვლიშვილმა.

კლუბის წევრების გადაწყვეტილებით კლუბის შეკრებების ორგანიზება მოხდება 3 თვეში ერთხელ და წელიწადში ერთხელ გამოვლინდება კლუბის საპატიო წევრი, რომელიც არ არის პერიოსკოლის კურსდამთავრებული, მაგრამ მხარში უდგას და ეხმარება კლუბის წევრებს დასახული მიზნების განხორცილებაში.