2024
20th Mar 2024

პირველი საერთაშორისო სტუდენტური ჩემპიონატი პაროდონტოლოგიაში “ეფექტური ინსტრუმენტირება თანამედროვე პაროდონტოლოგიაში”


17 მარტს ჩატარდა პირველი საერთაშორისო სტუდენტური ჩემპიონატი პაროდონტოლოგიაში "ეფექტური ინსტრუმენტირება თანამედროვე პაროდონტოლოგიაში".

მონაწილეობა მიიღო 200-მდე სტუდენტმა 11 უნივერსიტეტიდან და 14 ქვეყნიდან.

სალექციო ნაწილის შემდეგ GSPi-ს ტრენერებმა ჩაატარეს პრაქტიკული კურსი მე-4 და მე5 კურსის სტუდენტებისთვის, რომლებიც 21 აპრილს მიიღებენ მონაწილეობას ჩემპიონატში და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.


11th Mar 2024

საქართველში პირველად მიხეილ სოლომონის ლექცია ჩატარდა

ყველაფერი ენდო-პარო დაზიანებეზე

საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების ორგანიზებით 9 მარტს გაიმართა ლექცია - "ყველაფერი ენდო-პარო დაზიანებებზე". ლექციას 300-ზე მეტი სტომატოლოგი დაესწრო.

 

 
20th Feb 2024

ქართველი სტომატოლოგები რომის უნივერსიტეტ საპიენცას კონგრესზე.

საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების ორგანიზებით 81 ქართველი სტომატოლოგისგან შემდგარი ჯგუფი გაემგზავრა   რომში, უნივერსიტეტ საპიენცაში და დაესწრო IV საერთაშორისო კონგრესს - პროფ. კატაბრიგას მემორიალი.
2023
25th Sep 2023

რომი-1,2,3 თებერვალი-IV საერთაშორისო კონგრესი


და კიდევ ერთი სასიხარულო შესაძლებლობა GSPi-სგან

 2024 წლის 1-3 თებერვალს რომის უნივერსიტეტ საპიენცაში (რომში) ტარდება IV საერთაშორისო კონგრესი პროფ. კატაბრიგას მემორიალი, რომელიც იყო პაროდონტოლოგიის კათედრის გამგე და დიდი წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაში.



 
25th Sep 2023

ორთოპედიულ-პაროდონტოლოგიურ-იმპლანტოლოგიური კონფერენცია

9 სექტემბერს GSPI-ის  ორგანიზებით პირველად საქარველოში ჩატარდა ორთოპედიულ-პაროდონტოლოგიურ-იმპლანტოლოგიური კონფერენცია, ტრავმული ოკლუზიის და ღეჭვითი დისფუნქციის მართვა პაროდონტიტიან პაციენტებში.
9th Jul 2023

9 ივლისი – ლექსიკონის პრეზენტაცია

ჩვენი ორგანიზაციის სარედაქციო ჯგუფის ორგანიზებით პირველად საქართველოში ითარგმა და გამოიცა პაროდონტოლოგიური და იმპლანტოლოგიური ტერმინების ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი.

5th Jun 2023

10 სექტემბერი, პრაქტიკული კურსი.


პროფ. როდოლფო ჯანსერა სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსში ჩაატარებს პრაქტიკულ კურსს.



20th May 2023

ორთოპედიულ-პაროდონტოლოგიურ-იმპლანტოლოგიური კონფერენცია


9 სექტემბერს გაიმართება

ორთოპედიულ-პაროდონტოლოგიურ-იმპლანტოლოგიური კონფერენცია : ტრავმული ოკლუზიის და ღეჭვითი დისფუნქციის მართვა პაროდონტიტიან პაციენტებში.



9th Apr 2023

ლაზერული ტექნოლოგიები სტომატოლოგიში

8 აპრილს სასტუმრო პრეფერანს ჰუალინგ თბილისში გაიმართა კონფერენცია თემაზე:

"ლაზერული ტექნოლოგიები სტომატოლოგიაში, უპირატესობები და შეზღუდვები"

მომხსენებელი -იულია ჩერეპონსკა.

2022
23rd Oct 2022

პროფ. ანდრეა პილონის მორიგი შეხვედრა ჩვენს წევრებთან

9 ოქტომბერს გაიმართა GSPI-ის წევების მორიგი შეხვედრა პროფ. ანდრეა პილონისთან.

შეხვედრა დაეთმო  პაროდონტიტის IV სტადიის მკურნალობის  გაიდლაინის განხილვას.
26th Aug 2022

Ortho-Perio-Implant კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო




2 დეკემბრის კონფერენციაში მონაწილეობისთვვის  რეგისტრაცია გაიარეთ  ვებგვერდზე https://www.parodontolo.ge/registration/


20th Aug 2022

ძალიან მალე…

2-3 დეკემბერს საქართველოს პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების ორგანიზებით პირველად საქართველოში ჩატარდება  კონფერენცია  "Ortho-Perio-Implant".
1 2 3