ალბიუსის პერისკოლის კლუბის წევრების გადაწყვეტილებით ყოველწლიურად მოხდება კლუბის საპატიო წევრის არჩევა, რომელსაც გადაეცემა საპატიო წევრის მედალი. პირველად ეს ჯილდო წილად ხვდა რომის უნივერსიტეტი საპიენცას პაროდონტოლოგიის კათედრის გამგეს პროფ-ს ანდრეა პილლონის, რომელიც  2017 წ.-ს 27 ოქტომბერს გადაეცა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

პროფ. ანდრეა პილლონი პერიოსკოლის დაარსების პირველივე დღიდან გვერდში უდგას სკოლას და მის ექიმებს. 2016 წელს მისი ორგანიზებითა და მასპინძლობით 19 ქართველმა ექიმმა რომის უნივერსიტეტ საპიენცაში გაიარეს 3 დღიანი პრაქტიკული კურსი პაროდონტოლოგიურ ქირურგიაში. სკოლის არსებობის მანძილზე იგი არაერთხელ იყო ჩამოსული საქართველოში საინტერესო მოხსენებებითა და პრაქტიკული კურსებით. პროფესორმა 2016 წელს სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსში ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარა 2 ქართველ პაციენტს. ოპერაციების დემონსტრაცია კი მოხდა  პირდაპირ რეჟიმში და დამსწრე ექიმებს საშუალება მიეცათ დეტალურად დაენახათ ოპერაციის მიმდინარეობის ყველა ეტაპი.

კლუბის წევრები მადლობას უხდიან მას მისი გულწრფელი მეგობრობისათვის,  მისი უდიდესი სურვილისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს ქართველ ექიმებს და დაეხმაროს პაროდონტოლოგიის დარგის განვითარებას საქართველოში.