ანტიბიოტიკების გამოყენება პაროდონტოლოგიაში

💊 თუ გავითვალისწინებთ, რომ პაროდონტი დაავადება ინფექციური წარმოშობისაა და პათოგენური ბაქტერიებითაა გამოწვეული, თითქოსდა ლოგიკური უნდა იყოს მისი მკურნალობა ანტიბიოტიკებით, რასაც ზოგიერთი ექიმი ხშირად მიმართავს კიდეც და იყენებს ანტიბიოტიკის ინექციებს, ტაბლეტებსა თუ მალამოებს.

სისტემური ანტიბიოტიკების გამოყენება პაროდონტის დაავადების ელიმინაციის მიზნით მრავალჯერაა შესწავლილი. კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიბიოტიკებს შეუძლია გააუმჯობესოს შედეგი, როდესაც იგი გამოიყენება ბაზისური მკურნალობის პარალელურად. მაგრამ ამავდროულად ვაწყდებით ისეთ სერიოზულ პრობლემას, როგორიცაა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გაზრდა და გამძლე შტამების გამრავლება.

⛔️ ამ მიზეზით ანტიბიოტიკის განმეორებით გამოყენება ნაკლებ ეფექტური ხდება (მაგ. მწვავე ჩირქოვანი ინფექციის შემთხვევაში), რის გამოც შესაძლოა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.