ენის გაწმენდა

კბილებისგან განსხვავებით, ენის ზედაპირი გლუვი და ერთგვაროვანი არ არის და ხაოებითაა დაფარული, რომელიც საუკეთესო სივრცეა ბაქტერიების გასამრავლებლად. ფაქტობრივად, ენაზე ბევრად უფრო მეტი ბაქტრებიაა, ვიდრე კბილებზე. ისინი თავისუფლად ვრცელდებიან კბილებზეც და იწვევენ მათ დაზიანებას.

ასევე წარმოადგენენ ჰალითოზის მიზეზს, თუკი სხვა, კბილებთან ან ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემა არ არის პირის ღრუში.

ყველამ იცის, რომ კბილების გახეხვა დღეში ორჯერ და კბილთაშორისი წმენდა დღეში მინიმუმ ერთხელ აუცილებელია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ენის გაწმენდაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ენის გაწმენდისას აუცილებელია გასუფთავდეს როგორც წინა, ისე უკანა ნაწილი. წინა ნაწილი გარკვეულწილად თავად იწმინდება, რადგან მეტად მოძრავია. უკანა ნაწილს კი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა გაწმენდა. იდეალურია, თუ ენის სპეციალურ გამწმენდს გამოიყენებთ. ასეთის არარსებობის შემთხვევაში კბილის ჯაგრისი და პასტაც გამოდგება. მოძრაობის მიმართულებაა უკნიდან წინ, ზომიერი ძალის გამოყენებით ისე, რომ არ იგრძნოთ რაიმე დისკომფორტი ან ტკივილი.

ენის გაწმენდა პირის ღრუს რუტინული ჰიგიენის ნაწილი უნდა იყოს რეკომენდებულია ჩატარდეს დღეში ორჯერ დილა-საღამოს კბილების გახეხვის შემდეგ