თამბაქოს მოხმარების გავლენა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე

⛔️ ნიკოტინის, თამბაქოს და მისი კვამლის მავნე გავლენის გამო მწეველების უმრავლესობასთან დენტალური იმპლანტაციის შემდგომ გართულებებს აქვს ადგილი. მოწევის სხვადასხვა ნეგატიური ეფექტი რისკის ქვეშ აყენებს იმპლანტაციის წარმატებას. კერძოდ კი:

🚬 სიგარეტის კვამლი წვავს პირის ღრუს ლოწოვანს, პირდაპირი გაგებით. აზიანებს სანეწყვე სადინარებს, რაც ნერწყვის გამოყოფის შემცირებას და პირის ღრუს სიმშრალეს იწვევს. ლორწოვანის სიმშრალე კი მის დაცვით ფუნქციას აქვეითებს და იმპლანტის ირგვლიც ღრძილის შეხორცებას აფერხებს.

⚠️ ნიკოტინი, იქნება ეს სიგარეტში შემავალი თუ ნიკოტინის პლასტირიდან გამოყოფილი, ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. შესაბამისად კი მცირდება ქსოვილების, მათ შორის იმპლანტის ირგვლივი ძვლისა და ღრძილის ჟანგბადით მომარაგება და კვება, რაც ბუნებრივია აისახება შეხორცებისა და იმპლანტის ძვალთან ინტეგრაციის პროცესზე.

☝️არადა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია სიგარეტის მავნე ზეგავლენით გამოწვეული ქსოვილების დაზიანებისა.

🛡 მოწევის დანებება საუკეთესო გამოსავალია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რისთვისაც მრავალნაირი ონლაინ რესურსიც არსებობს. გაითვალისწინეთ, რომ მოწევა უნდა შეწყვიტოთ იმპლანტაციის პროცედურამდე მინიმუმ 1 კვირით ადრე და მის შემდგომ 2 თვის განმავლობაში.