ნაფლეთოვანი ოპერაცია
პაროდონტის დაავადების ქირურგიული მკურნალობის მეთოდები უკვე საუკუნეზე მეტია გამოიყენება. პირველად 1862 წელს იქნა დოკუმენტირებული უნგრეთში, რობიშეკის მიერ “გინგივექტომია” – ღრძილის მოკვეთა. ეს ტექნიკა ახლაც გამოიყენება, თუმცა შეზღუდულად და მოდიფიცირებული სახით.
პაროდონტოლოგიური ქირურგიული მკურნალობის კიდევ ერთი მაგალითია ”ნაფლეთოვანი ოპერაციები”, რომელიც თანამდეროვე პაროდონტოლოგიურ ქირურგიაში გამოიყენება. იგი გულისხმობს ღრძილის აშრევებით ნაფლეთის შექმნას, რაც ქირურგს საშუალებას აძლევს:
სრულად მოაშოროს ინფიცირებული ქსოვილი პაროდონტული ჯიბიდან.
თავისუფლად მიუდგეს ფესვის ზედაპირის ყველა უბანს მაგარი ნადების სრულყოფილად მოსაშორებლად.
შექმნას საკმარისი სივრცე სარეგენერაციო მასალების (ძვლის ტრანსპლანტატი, ხელოვნური ძვალი, მემბრანა…) მოსათავსებლად.
სრულყოფილად დახუროს საოპერაციო ველი, რაც აუცილებელია ჭრილობის სტაბილურობის შესანარჩუნებლად და სწრაფი შეხორცებისთვის.
ნაფლეთოვანი ქირურგიის მრავალი სხვადასხვა სახე არსებობს. მკურნალობის ტექნიკას ექიმი არჩევს ინდივიდუალურად დიაგნოზიდან გამომდინარე.