ორთოპედიულ-პაროდონტოლოგიურ-იმპლანტოლოგიური კონფერენცია
9 სექტემბერს GSPI-ის ორგანიზებით პირველად საქარველოში ჩატარდა ორთოპედიულ-პაროდონტოლოგიურ-იმპლანტოლოგიური კონფერენცია, ტრავმული ოკლუზიის და ღეჭვითი დისფუნქციის მართვა პაროდონტიტიან პაციენტებში.
უაღრესად საინტერესო და საჭირო თემებით დამსწრეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ:
ლუკა ლანდი– იტალიის პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი,
როდოლფო ჯიანსერა – იტალიის პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი
მაურო მერლი – იტალიის პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი,
თეა ნაცვლიშვილი – საქართველოს პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოებისა და პერიოსკოლის დამფუძნებელი.