პრაქტიკული კურსი მელენიანოში
კიდევ ერთი საინტერესო პრაქტიკული კურსი ჩატარდა GSPi-ს და კომპანია Sprintdental-ის თანამშრომლობით 18-20 მარტს ქალაქ მელენიანოში (იტალია).
სასწავლო კურსს უძღვებოდნენ ექიმები დომენიკო მასირონი და კარლო გეცი.
სასწავლო კურსი შეეხებოდა კბილის გვირგვინის დაგრძელებასა და მის შემდგომ ორთოპედიულ რეაბილიტაციას. გვირგვინის ფუნქციური თუ ესთეტიკური დაგრძელება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პროცედურაა რასაც პაროდონტოლოგები ატარებენ კბილის სხვადასხვა სახის ღრძილქვეშა დაზიანების თუ ღრძილოვანი ღიმილის გამო.
