პროფესიული ჰიგიენა

თუკი რეგულარულად იტარებთ რუტინულ პროფილაქტიკურ გაწმენდას სტომატოლოგთან, უკვე იცით, რომ ამ დროს შორდება ბაქტერიული ნადები და ნადებით გამოწვეული პიგმენტაციები კბილების მთელი ზედაპირიდან ღრძილის კიდემდე, შემდეგ კი კბილები პრიალდება (პოლირება). ასეთი გზით ვინარჩუნებთ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობას.

თუმცა, თუ ღრძილების დაავადების ნიშნები გაქვთ, სულ სხვა პროცედურა გესაჭიროებათ, რომელიც მხოლოდ ტექნიკურად ჰგავს ზემოთ აღწერილს. ეს არის “სკეილინგი და ფესვების ინსტრუმენტირება”.

მათ შორის პრინციპული განსხვავებაა: რუტინულ გაწმენდას მივმართავთ პაროდონტის დაავადების პროფილაქტიკისთვის, ხოლო სკეილგისა და ფესვის ინსტრუმენტირების პროცედურას პაროდონტის დაავადების სამკურნალოდ. მას ხშირად “ღრმა გაწმენდასაც” უწოდებენ და პრაქტიკულად პეროდონტიტის მკურნალობის “ოქროს სტანდარტს” წარმოადგენს.

ჯანმრთელი ღრძილი მჭიდროდ ეკვრის კბილის ფესვს. ამიტომ “ღრმა გაწმენდა” საჭირო არ არის და ტექნიკურად ვერც ჩატარდება ღრძილის დაზიანების გარეშე.

სკეილინგის და ფესვის ინსრტუმენტირების ჩასატარებლად ხშირად საჭიროა განმეორებითი ვიზიტი და ადგილობრივი ანსეთეზია, რათა დისკომფორტი ნაკლები იყო. ეს პროცედურა თავისი არსით შეიძლება შევადაროთ ხიჭვის ამოღებას დაინფიცირებული თითიდან. სანამ არ მოხდება ინფექციის წყაროს ანუ კბილის ქვების მოშორება, მანამდე შეუძლებელია პაროდონტიტის მკურნალობაზე საუბარი.

ქვები კი ღრმადაა განლაგებული პაროდონტულ ჯიბეებში და მასთან მიდგომა სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებისა და შესაბამისი ცოდნის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ “ღრმა გაწმენდის” პროცედურას ექიმი-პაროდონტოლოგი ატარებს.