რითი განსხვავედება გინგივიტი პაროდონტიტისგან?
გინგივიტი მხოლოდ და მხოლოდ ღრძილის ანთებაა. ამ დროს ალვეოლური ძვალი, პერიოდონტის ქსოვილები და დუღაბი ჯანმრთელია. კლინიკურად ღრძილის ანთება ვლინდება ღრძილის შეშუპეპით, შეწითლებით ან სისხლდენით ღრძილიდან. ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ყველა ერთად, ისე ცალცალკე, რაც ინდივიდუალურია.
პაროდონტიტის დროს კი ხდება ანთების გავრცელება ღრძილიდან ქვეშმდებარე ქსოვილებზე, რაც იწვევს ძვლის, პერიოდონტის და დუღაბის რეზორბციას ანუ დაშლას. ეს კი კბილის სიმყარეს უქმნის საფრთხეს. რაც უფრო დიდხანს მიდის ანთება, მით უფრო ნაკლები საყრდენი ქსოვილი რჩება კბილის ირგვლივ და მით მეტია კბილის დაკარგვის ალბათობაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თავად ღრძილი დიდხანს ინარჩუნებს თავის სიმაღლეს (შეშუპების გამო) და ადამიანი ვერც ხვდება, რომ მის ქვეშ ძვალი დაშლილია, რადგან ეს პათოლოგიური პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ საჭიროა პაროდონტოლოგთან დროული კონსულტაცია, როგორც კლინიკური, ისე რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
გინგივიტის მკურნალობის შედეგად ვღებულობთ სრულ განკურნებას, რაც შეუძლებელია პაროდონტიტის შემთხვევაში. პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა მივმართოთ პაროდონტოლოგს, რომ არ მოხდეს ანთების გავრცელება უფრო ღრმად. თუმცა ზოგ შემთხვევაში წლობით აქვთ სისხლდენა კბილების ხეხვისას და სანამ კბილების მოირყევა ან ღრძილის განლევა არ მოხდება, ექიმს არ მიმართავენ. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევებში მკურნალობის თანამედროვე მეთოდების და ტექნიკის გამოყენების მიუხედავად ყველა კბილის გადარჩენა ვერ ხერხდება.