საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაქციის მე-18 კონგრესზე ჩვენი ორგანიზაციის წევრები მოხსენებით წარდგნენ

📌 ჩვენთვის დიდი გამოწვევა და პატივი იყო GSA-ს მე-18 კონგრესზე მოხსენებით წარსდგომა.
✅ ჩვენი საზოგადოების 13 წევრი იღებდა მონაწილეობას მოხსენებაში, რომლებიც წარმოადგენდნენ 11 სტომატოლოგიურ კლინიკას საქართველოს 3 ქალაქიდან.
✅ მათ წარმოადგინეს საკუთარი კლინიკური შემთხვევები, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებით.
✅ კლინიკური შემთხვევები მოიცავდა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებიდან (ბრტყელი ლიქენი, მრავალფორმიანი ერითემა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) პაროდონტის ანთებითი (გინგივიტი, პაროდონტიტი) და არა ანათებითი დაავადებებისა და მდგომარეობების (ღრძილის რეცესია, კერატინიზებული ქსოვილების ნაკლებობა კბილებისა და იმპლანტების მიდამოში) მკურნალობის, როგორც არაქირურგიულ, ისე ქირურგიულ მეთოდებს.
✅ ასევე მოხდა FGG (თავისუფალი ღრძილოვანი ტრანსპლანტატი) ქირურგიული ტექნიკის ჩატარების ვიდეო დემონსტრაცია დეტალური განხილვით.
🤩ჩვენი დიდი ოჯახი, რომელიც 107 წევრისგან შედგება არის ამაყი, ჩვენი წევრების წარმატებული გამოსვლით და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს თითოეულ მათგანს.