სისხლის შედედების პრობლემები და პაროდონტოლოგიური მკურნალობა
პაროდონტის დაავადების სიმძიმე განსაზღვრავს თუ რა მასშტაბის პროცედურების ჩატარებაა საჭირო მკურნალობის პროცესში. საკმარისია მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობა თუ ქირურგიული ჩარევაც არის საჭირო.
ორივე მათგანი საჭიროებს ფესვის ზედაპირის გასუფთავებას, რაც სხვადასხვა ინტენსივობის სისხლდენასთან ასოცირდება.
ჰემოფილია და სისხლის შედედების პრობლემასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები ზოგადად ხშირი არ არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთხვევებში პაროდონტოლოგიური ჩარევა შესაძლებელია სერიოზული გართულებით დასრულდეს. პაციენტი, რომელსაც სისხლის შედედების დაღვევა აღენიშნება სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშაა მსუბუქი პაროდონტოლოგიური პროცედურის დროსაც კი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ეს სისხლდენის პირველი შემთხვევა აღმოჩნდეს და პაციენტი არ ფლობდეს ინფორმაციას დაავადების არსებობაზე.
აუცილებელია, რომ პაროდონტოლოგს ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და საშუალებები სისხლდენის შესაჩერებლად. ხოლო თუ წინასწარ გვაქვს ინფორმაცია სისხლის შედედების პრობლემის შესახებ, საჭიროა ჰემატოლოგის ჩართვა მკურნალობაში და მისი რეკომენდაციების გათვალისწინება.