სტუდენტური ჩემპიონატის საკონკურსო ნაწილი

24 აპრილს გაიმართა სტუდენტური ჩემპიონატის, “ეფექტური ინსტრუმენტირება თანამედროვე პაროდონტოლოგიაში” შემდეგი ეტაპი.

ჩემპიონატის პირველი საკონკურსო ნაწილი მოიცავდა ტესტურ გამოცდას, რომლის  გადალახვის შემთხვევაში მონაწილეები გადავიდნენ პრაქტიკულ ნაწილზე, სადაც შეფასება ხდებოდა ხელის ინსტრუმენტირების მანუალური ჩვევების მიხედვით.

გამოვლინდნენ გამარჯვებული სტუდენტები, რომელთაც გადაეცათ საოცნებო საჩუქრები.