03.06.2019

3 ივნისს ალბიუსის პერიოსკოლის კლუბის მორიგი შეხვედრა შედგა ძალიან სასიამოვნო გარემოში: უგემრიელესი მენიუ, ლამაზი ბუნება და მოტივირებული და პაროდონტოლოგიაზე შეყვარებული ადამიანები.
ჩვენი შეხვედრის მთავარი სტუმარი იყო პროფ. კასუმი ბაროუქი რომელიც ტოკიოს, ბოსტონის და ჰარვარდის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორია. მან ისაუბრა პაროდონტოლოგის როლზე სტომატოლოგიურ პრაქტიკაში, განიხილა სხვადასხვა კლინიკური შემთხვევა და ისაუბრა პაროდონტოლოგიური განათლების თავისებურებებზე.

შეხვედრის დროს სერტიფიკატები გადაეცათ პაროდონტოლოგიური ქირურგიის კურსის კურსდამთავრებულებს და ასევე მოხდა ახალი წევრების მიღებაც, რომლებმაც დადეს ფიცი და გახდნენ ალბიუსის პერიოკლუბის სრულფასოვანი წევრები