28 ნოემბერს სასტუმრო კაჭრეთის ამბასადორში ალბიუსის პერიოკლუბის წლის დასკვნითი შეკრება ჩატარდა.

📍 კლუბის პრეზიდენტმა ქეთი გელაშვილმა წარადგინა გასული წლის ანგარიში

📍კლუბის მომავალმა პრეზიდენტმა ნატა აბულაძემ გააცნო კლუბის წევრებს სამომავლო გეგმები და ჩაატარა გამოკითხვა მნიშვნელოვან საკითხებზე
📍ასევე მოხდა კლუბში ახალი წევრების მიღება, რაც ყოველთვის ძალიან სასიხარულო ამბავია
📍კლუბის შეხვედრის სამეცნიერო ნაწილში კი კლუბის წევრებმა წარადგინეს საკუთარი კლინიკური შემთხვევები. თითოეულ მომხესენებელს ჰქონდა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია და ჩვენ ვართ ამაყები რომ გვყავს ასეთი ძლიერი ექიმები.