ღრძილებიდან სისხლდენა

🤷‍♀️ წარმოიდგინეთ თვალიდან, ყურიდან ან სხვა ორგანოდან რომ სისხლის დენადაგეწყოთ, ხომ დაუყოვნებლივ მიმართავთ ექიმს? მაშინ რატომ ასევე არ იქცევა ადამიანების უმეტესობა, ვისაც ღრძილებიდან ხშირად აქვს სისხლდენა?

☝️ თუმცა ჯერ ალბათ ის უნდა დავაზუსტოთ რა ინტესნივობაზეა საუბარი. ადამიანების უმრავლესობა (დაახლოებით 90%) დროგამოშვებით შენიშნავს ხოლმე გახეხვის ან ფლოსის გამოყენების დროს ღრძილებიდან სისხლდენას, განსაკუთრებით ისინი, ვინც ფლოსს ხშირად არ ხმარობენ. მაგრამ რეგულარული სისხლდენა უკვე პრობლემის არსებობაზე მიანიშნებს.
💬 ზოგიერთი თვლის, რომ ამის მიზეზი კბილების გადაჭარბებული ძალით გახეხვა ან მაგარი ჯაგრისის გამოყენებაა. ეს რათქმაუნდა შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ უფრო დიდი ალბათობაა, რომ ანთებადი და სისხლმდენი ღრძილები პაროდონტის დაავადების ნიშანი იყოს და რეკომენდებულია, რომ პაროდონტოლოგმა ჩაატაროს დიაგნოსტიკა. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, სისხლდენა ნორმალური არ არის და აუცილებელია მიზეზის აღმოფხვრა. იგი ჩვეულებრივ, პაროდონტის დაავადების ყველაზე ადრეული ნიშანია და ამ ეტაპზე პროცესი სრულიად შექცევადია. მისი იგნორირება კი ბევრად ართულებს დაავადების პროგნოზს.