28 ნოემბერს სასტუმრო კაჭრეთის ამბასადორში ალბიუსის პერიოკლუბის წლის დასკვნითი შეკრება ჩატარდა.
კლუბის პრეზიდენტმა ქეთი გელაშვილმა წარადგინა გასული წლის ანგარიში
კლუბის მომავალმა პრეზიდენტმა ნატა აბულაძემ გააცნო კლუბის წევრებს სამომავლო გეგმები და ჩაატარა გამოკითხვა მნიშვნელოვან საკითხებზე
ასევე მოხდა კლუბში ახალი წევრების მიღება, რაც ყოველთვის ძალიან სასიხარულო ამბავია
კლუბის შეხვედრის სამეცნიერო ნაწილში კი კლუბის წევრებმა წარადგინეს საკუთარი კლინიკური შემთხვევები. თითოეულ მომხესენებელს ჰქონდა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია და ჩვენ ვართ ამაყები რომ გვყავს ასეთი ძლიერი ექიმები.