ჯაგრისის ანტიბაქტერიული დამუშავება

🪧 ალბათ შეგხვედრიათ რეკლამები, რომელიც გვთავაზობს კბილის ჯაგრისის სტერილიზაციის საშუალებებს. ზოგი მათგანი აპარატია, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს იყენებს, ზოგი სპრეის ან სითხეს წარმოადგენს. ისეთი ჯაგრისებიც კი არსებობს, რომელიც თავად შეიცავს ანტიბაქტერიულ ღერებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საშუალებები ნამდვილად ანადგურებს ბაქტერიების ნაწილს, არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ ამ გზით შესაძლებელია დაავადების რისკის შემცირება.
🛡 ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით, გამოყენების შემდეგ ჯაგრისის დასველება ანტიბაქტერიულ სავლებში ამცირებს პათოგენური ბაქტერიების რაოდენობას პირის ღრუში.
⛔️ გაითვალისწინეთ, რომ ჯაგრისის დეზინფექციის მცდელობა მიკროტალღურ ღუმელში ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არაეფექტურია. ჯაგრისის ღერები არ არის გათვალისწინებული მაღალი ტემპერატურისთვის, ზიანდება და წმენდის ეფექტურობა მნიშვნელოვნად მცირდება.