11 ოქტომბერი წევრების შეხვედრა

11 ოქტომბერს ჩატარდა GSPI-ის წევრების შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში პროფ. ლუკა ლანდიმ წაიკითხა ლექცია- მკურნალობის I და II საფეხურის შემდეგ ნარჩენი პაროდონტული ჯიბეების მენეჯმენტი: ქირურგია თუ განმეორებითი ინსტრუმენტირება?

ლექციის დროს განიხილა და პასუხი გაეცა შეკითხვებს:

  • შესაძლებელია თუ არა ასეთ სიტუაციაში პაციენტი მუდმივად იყოს არაქირურგიული მკურნალობის ქვეშ თუ აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა და როგორი?!
  • რა პროგნოზი აქვთ ნარჩენი პაროდონტული ჯიბეების მქონე კბილებს?
  • რა ფაქტორებზეა დამოკიდებული პაროდონტიტის მკურნალობის ეფექტურობა და ხანგრძლივი შედეგი?