გაწევრიანება დაიწყო
საქართველოს პაროდონტოლოგისაა და იმპლანტოლოგიის საზოგადოებაში
გაწევრიანება დაიწყო
გახდი ჩვენი დიდი ოჯახის წევრი, ისწავლე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან და მიიღე ყველა საჭირო უწყვეტი პროფესიული განათლების (უსგ) ქულა ყველაზე ხელმისაწვდომ პირობებში.
გაწევრიანებას შეძლებთ 14 თებერვლის ჩათვლით.
- დაესწარი მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტების აკრედიტებულ ლექციებს უფასოდ.
- მიიღეთ სავალდებულო 20 უსგ ქულა 1 საწევრო გადასახადით.
- 2026 წლის განმავლობაში GSPI-ის წევრები მიიღებენ ფასდაკლებას სხვადასხვა კონფერენციებზე.
- აკრედიტებული კურსები ჩატარდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
- ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ მომსახურებით და 4 თვეზე გადაინაწილეთ საწევრო გადასახადის საფასური.
გაწევრიანების მსურველებმა:
ონლაინ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა GSPi-ში გაწევრიანების ვებ გვერდის https://gspi.ge/application/ შესაბამის განყოფილებაში (ალბიუსის საერთაშორისო პერიოსკოლა დამთვარებულმა ექიმებმა უნდა შეავსოთ აპლიკაცია „წევრი“-ს, სხვა ექიმებმა – „ასოცირებული წევრი“-ს და სტუდენტებმა და რეზიდენტებმა – „სტუდენტი წევრი“-ს განყოფილებაში)
სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე და გაგზავნამდე მოამზადოთ და ატვირთოთ შესაბამის ველებში შემდეგი დოკუმენტების ფოტოები:
საწევრო გადასახადის დამადასტურებელი დოკუმენტი (წევრებმა უნდა ჩარიცხოთ 630 ლარი და სტუდენტმა წევრებმა 240 ლარი)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორივე გვერდი
წევრმა – ალიუსის საერთაშორისო სკოლის სერტიფიკატი, ასოცირებულმა წევრმა – სახელმწიფო სერტიფიკატი ნებადართულ სპეციალობაში, სტუდენტმა წევრმა – სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა.
P.S. საწევრო გადასახადის გადარიცხვის შესრულებისას საბანკო გადარიცხვის დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ „საწევრო გადასახადი“ და გაწევრიანებული პირის/განმცხადებლის სრული სახელი და გვარი; GSPi-ს საბანკო საანგარიშსწორებო ანგარიშის რეკვიზიტებია:
ბანკის დასახელება: სს „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: ა(ა)იპ „საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების“
ანგარიშის ნომერი: GE69BG0000000498705377
ვისაც სურს ისარგებლოს ნაწილ-ნაწილ გადასხდით გთხოვთ გადადით ამ ლინკზე https://parodontolo.ge/product/membership/
595 404 840