15.11.2019
15 ნოემბერს სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსში გაიმართა ალბიუსის პერიოსკოლის კლუბის წევრების მორიგი შეხვედრა.
ეს შეხვედრა ძირითადად საორგანიზაციო ხასიათის იყო:
1.ჩატარდა კლუბის მომავალი ხელმძღვანელის მოადგილის (ანუ შემდეგი ხელმძღვანელის) და საორგანიზაციო ჯგუფის არჩევნები.
2. ასევე ჩატარდა კლუბის წევრების გამოკითხვა მომავალში კლუბის მუშაობის ოპტიმიზაციის მიზნით.
3. კლუბის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლანდა ლურსმანაშვილმა მოხსენება გააკეთა კლუბის აქტივობებზე რაც გასულ წლის განმავლობაში ჩატარდა
4. ალბიუსის პერიოსკოლის ხელმძღვანელმა თეა ნაცვლიშვილმა წარმოადგინა საინტერესო კლინიკური შემთხვევები
5. და ბოლოს, ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო ამბავი: მოხდა კლუბის ახალი წევრების მიღება. წარმატებები მათ და კლუბის ყველა წევრს
ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ თითოეული წევრის აზრს და გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმათა უმრავლესობით