კბილთაშორისი სივრცე
⚠️ როგორც ამბობენ ხოლმე, “პაროდონტის დაავადება კბილებს შორის იწყება”. კბილთაშორისი (ინტერდენტალური) სივრცე ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად ყველაზე მეტად უგულველყოფილი ზონაა პირის ღრუს ჰიგიენის დროს. ანატომიური ფორმა აქცევს მას ნადების დაგროვებისა და ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალურ გარემოდ:
❌ ვერც კბილის ჯაგრისი და ვერც სავლები ვერ აღწევს ამ სივრცეში. ფაქტობრივად, ყველა რთული და ძვირადღირებული მკურნალობა, რომელსაც სტომატოლოგი ატარებს თავის ყოველდღიურ პრაქტიკაში, კბილთაშორის სივრცის ჰიგიენის უგულველყოფის მიზეზით იწყება.დენტალური ფლოსი, რომელიც ინტერდენტალური სივრცის ყველაზე კლასიკური საშუალებაა, 1815 წელს შეიქმნა დრ. ლევი სპირ პარმლის მიერ და დღემდე ადამიანების უმეტესობისთვის იგი უბრალოდ მიუღებელია.
ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაციის (ADA) მონაცემებით გამოკითხულთა ერთ მესამედზე მეტმა აღნიშნა, რომ “ფლოსის გამოყენებას ურჩევნია გააკეთოს სხვა, არცთუ ისე სასიამოვნო საქმე”, მაგ. იდგეს საცობში მთელი საათი, უსმინოს ბავშვების ღრიანცელს თვითმფრინავით მგზავრობისას. შეიძლება ეს ყოველივე კომიკურად ჟღერს, მაგრამ პრობლემა რეალურია — პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ეგუება ფლოსს და ექიმი-პაროდონტოლოგის მოვალეობაა შესთავაზოს და შეურჩიოს მათ ფლოსის ალტერნატიული საშუალებები.
✅ საბედნიეროდ, არჩევანი უკვე დიდია და მათზე აუცილებლად ვისაუბრებთ მომდევნო პოსტებში.