“პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მეტად საინტერესო მიმართულებაა. ეს პროფესია არასდროს ყოფილა საქართველოში ისეთი აქტუალური და მოთხოვნადი, როგორიც დღესაა.

ახლადშექმნილი პაროდონტოლოგთა კლუბის წევრები ალბიუსის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულები არიან. ამ კლუბში, მოტივაციისა და საერთო ინტერესების მიხედვით გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა კლინიკის ის ექიმები, რომლებმაც ალბიუსის საერთაშორისო სკოლაში მიიღეს პაროდონტოლოგიური განათლება – ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ბოლომდე აქვთ გააზრებული საკუთარი საქმიანობის მნიშვნელობა. ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ და სურვილი აქვთ წვლილი შეიტანონ პაროდონტოლოგიის მიმართულების განვითარების პროცესში, საკუთარი იდეების წარმატებით განხორციელებისთვის გვერდში დგომა და თანადგომა სჭირდებათ.

კლუბის ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მისი თითოეული წევრის მხრიდან საქმიანობის სწორი გააზრება და იმ მოსალოდნელი შედეგების გაანალიზება, რომელიც პაროდონტოლოგთა აქტიურ ჩართულობას მოჰყვება ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში.

პერიო კლუბში პაროდონტოლოგები იღრმავებენ ცოდნას, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, რაც მომავალში მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

მჯერა, რომ კლუბის თითოეული წევრის მოტივაცია და შემართება, კლუბის აქტივობები და საქმიანობა ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სტომატოლოგიის დარგის განვითარების თვალსაზრისით. ჩემთვის ძალიან ძვირფასი და პატივსაცემია ყველა სპეციალისტი, რომელიც ამ პროცესშია ჩართული.

გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია!

ალბიუსის პერიოსკოლის დაფუძნება მნიშვნელოვანი და გაბედული ნაბიჯი იყო იმ გარემოში, როცა პაროდონტოლოგიის შესახებ ინფორმირებულობის დონე დაბალი იყო მთლიანად სამედიცინო სექტორში.

პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად კი,  ალბიუსის პერიოკლუბი დაფუძნდა.კლუბის მიზანს მიღებული ცოდნის განმტკიცება და პაროდონტოლოგიაში სიახლეების მუდმივი გაცნობა  წარმოადგენდა. კლუბის წევრები საკუთარი და ერთმანეთის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ექიმებით იყო დაკომპლექტებული. თუმცა, მას შემდეგ, რაც კლუბის წევრების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, მასში 120-ზე მეტი კლინიკის წარმომადგენელი გაერთიანდა და ახალი საჭიროებებიც გამოიკვეთა, დღის წესრიგში კლუბის გაფართოების საკითხი დადგა; ვინაიდან  დენტალური იმპლანტაცია პაროდონტოლოგიასთან მჭიდრო კავშირშია დაკლუბის პაროდონტოლოგების პროფესიული განვითარებაც სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობდა, მიღებული იყო გადაწყვეტილება:

კლუბი გამოჰყოფოდა სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსს” და დამატებოთა დენტალური იმპლანტაციის პროფილი, სწორედ ამიტომ, 2022 წლის ზაფხულიდან  კლუბი უკვე “იმპლანტოლოგიისა და პაროდონტოლოგიის საზოგადოების” სახელით ფუნქციონირებს.”

პროფ. ქეთევან გოგილაშვილი

 

 

 

ა(ა)იპ „საქართველოს პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოება“ დამფუძნებლები:

1. ქეთევან გოგილაშვილი

2. თეა ნაცვლიშვილი

3. სოფო კიღურაძე

 

კლუბის და უკვე საზოგადოების პრეზიდენტი (2021-2022)

ქეთევან გელაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 24 87 68

ელ. ფოსტა: info@gspi.ge

 

საზოგადოების მომავალი პრეზიდენტი (2023-2024)

ნატო აბულაძე

საკონტაქტო ინფორმაცია: 595 11 83 83

 

საორგანიზაციო ჯგუფის წევრები:

ქეთევან მეგრელაძე

ლალი მინდიაშვილი

ნინო გოჩიაშვილი

მარი ბუიღლიშვილი

ნანა ვასაძე

სალომე კვანტალიანი

ნატა როგავა

ნანა კესარელი

ნატო სახელაშვილი

მაია კახიძე

მარიკა რამიშვილი

 

სარედაქციო ჯგუფი:

მარიამ ხარძიანი (ხელმძღვანელი)

ნატო აბულაძე

ნანიკო ვასაძე

სალომე ჯმუხაძე

ლანდა ლურსმანაშვილი

ქეთი მეგრელაძე

თამარ მეტრეველი

თეა ნაცვლიშვილი

 

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები:

ქეთევან გოგილაშვილი

თეა ნაცვლიშვილი

ლიკა გოგილაშვილი

ლანდა ლურსმანაშვილი

ნინო ევგენიძე

 

ყოფილი პრეზიდენტები:

2018 – ლიკა გოგილაშვილი

2019 – ლანდა ლურსმანაშვილი

2020 – ნინო ევგენიძე