კინ გინგივალი კომპლექსი – ინტენსიური პირის ღრუს მოვლის საშუალებაა, რომელიც გამოიყენება პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად სტომატოლოგიური პროცედურების წინ და შემდეგ. მისი ფორმულა ქლორჰექსიდინით და CPC _ით ამცირებს და ხელს უშლის კბილის ნადების წარმოქმნას, რომელიც კარიესის წარმოქმნის და ღრძილების გაღიზიანების ძირითადი მიზეზია. მის ფორმულაში შედის ალპანთა კომპლექსი, რომელიც ინარჩუნებს ჯანმრთელ ღრძილებს.
შემადგენლობა:
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი 0,12%
ალპანთა (ალანტოინი + პანთენოლი)
ცეტილპირიდინის ქლორიდი 0,05 %
გემო: პიტნის
მოცულობა: 250 მლ
ჩვენებები:
გამოიყენება პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის შესანარჩუნებლად პაროდონტოლოგიური პროცედურების შემდეგ, რომელიც კურნავს ლორწოვან გარსს და ღრძილებს.
ხელს უწყობს კბილის ნადების შემცირებას,
აძლიერებს ღრძილებს
მკურნალობის ხარნგრძლივობა:
2-3 კვირა ან ხანგრძლივობა დამოკიდებულია სტომატოლოგის რეკომენდაციაზე.
გამოყენების წესი:
გამოიყენება დღეში 2-ჯერ დილა-საღამოს 10-15 მლ-ის ოდენობით სითხე (განუზავებლად)
სავლების გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში არაა სასურველი საკვების მიღება
გაფრთხილება:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
არ გამოიყენება პირებში ვისაც აქვთ ქლორჰექსიდინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
არ გამოიყენოთ სტომატოლოგის მიერ დანიშნულ ხანგრძლივობაზე მეტი დროის მანძილზე