კინი გინგივალ კომპლექსი – პირის ღრუს სავლები

 

კინ გინგივალი კომპლექსი – ინტენსიური პირის ღრუს მოვლის საშუალებაა, რომელიც გამოიყენება პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად სტომატოლოგიური პროცედურების წინ და შემდეგ. მისი ფორმულა ქლორჰექსიდინით და CPC _ით ამცირებს და ხელს უშლის კბილის ნადების წარმოქმნას, რომელიც კარიესის წარმოქმნის და ღრძილების გაღიზიანების ძირითადი მიზეზია. მის ფორმულაში შედის ალპანთა კომპლექსი, რომელიც ინარჩუნებს ჯანმრთელ ღრძილებს.

შემადგენლობა:

  • ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი 0,12%
  • ალპანთა (ალანტოინი + პანთენოლი)
  • ცეტილპირიდინის ქლორიდი 0,05 %

გემო: პიტნის

მოცულობა: 250 მლ

ჩვენებები:

  • გამოიყენება პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის შესანარჩუნებლად პაროდონტოლოგიური პროცედურების შემდეგ, რომელიც კურნავს ლორწოვან გარსს და ღრძილებს.
  • ხელს უწყობს კბილის ნადების შემცირებას,
  • აძლიერებს ღრძილებს

მკურნალობის ხარნგრძლივობა:

2-3 კვირა ან ხანგრძლივობა დამოკიდებულია სტომატოლოგის რეკომენდაციაზე.

გამოყენების წესი:

  • გამოიყენება დღეში 2-ჯერ დილა-საღამოს 10-15 მლ-ის ოდენობით სითხე (განუზავებლად)
  • სავლების გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში არაა სასურველი საკვების მიღება

გაფრთხილება:

  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
  • არ გამოიყენება პირებში ვისაც აქვთ ქლორჰექსიდინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
  • არ გამოიყენოთ სტომატოლოგის მიერ დანიშნულ ხანგრძლივობაზე მეტი დროის მანძილზე
  • არ გადაყლაპოთ
  • არ შეიცავს გლუტენს