სენსიკინი – გელი

გელი შემუშავებულია სპეციალურად კბილების მომატებული მგრძნობელობის შესამცირებლად, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც კბილების გამოხეხვაც კი ძალიან გაძნელებულია. მასში შემავალი კალიუმის ნიტრატი – მოქმედებს ნერვის მგრძნობელობაზე, ნატრიუმის ფტორიდი – უზრუნველყოფს მინანქრის რემინერალიზაციას, ხურავს დენტალურ არხებს.

შემადგენლობა:

  • კალიუმის ნიტრატი 10%
  • ნატრიუმის ფტორიდი 1000 ppm

გემო: პიტნის

მოცულობა: 15 მლ

ჩვენებები:

  • გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც კბილების გამოხეხვა არის ძალიან შემაწუხებელი ჰიპერმგრძნობელობის გამო
  • სკეილინგი
  • ფესვთა გასადავება
  • გათეთრების, კბილის ქვის მოშორების, პაროდონტალური მკურნალობამდე და შემდეგ

გამოყენების წესი:

  • გამოიყენება დღეში 2-3-ჯერ, რბილი ჯაგრისის ან თითების დახმარებით
  • გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში არაა სასურველი საკვების მიღება
  • მაქსიმალურად სწრაფი შედეგის მისაღებად გამოიყენეთ გელი ღამე ძილის წინ
  • გამოიყენება 12 წლიდან, 7 დღის განმავლობაში

გაფრთხილება:

  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
  • არ შეიცავს გლუტენს