Zucchelli Institute
საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმლანტოლოგიის საზოგადოების ორგანიზებით ქართველი ექიმებისთვის კიდევ ერთი კურსი ჩატარდა Zucchelli Institute-ში ქალაქ ბოლონიაში (იტალია).
ქართველმა ექიმებმა გაიარეს მომდევნო საფეხური კურსის, “კბილისა და იმპლანტების ირგვლივ რბილი ქსოვილების პლასტიკურ, რეგენერაციულ და რეზექტიულ ქირურგიაში”.
3 დღიანი კურისის განმავლობაში ექიმები გაეცნენ მკურნალობის უახლეს მიღწევებს და ყველაზე ესთეტიკური შედეგების მიღწევა თავად პროფესორ ჯოვანი ზუკელისგან შეისწავლეს.