13.10.2020

2020 წლის 27 სექტემბერს შედგა პერიოკლუბის წევრების მორიგი შეხვედრა, რაც პანდემიის გამო, ონლაინ კონფერენციის სახით ჩატარდა.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ კლუბის სპონსორ კომპანიებს, რომლებმა საინტერესო მოხსენებები წარადგინეს იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია პაროდონტოლოგიური მკურნალობის ეფექტურ წარმართვაში.

GEA, Rich group, PSP და Power and Beauty – სპონსორი კომპანიების მოხსენებების შემდეგ კლუბის წევრებმა მოისმინეს მსოფლიოში ცნობილი სპიკერის ინიაკი გამბორენას ლექცია თემაზე: ორთოპედიული მკურნალობისათვის პაროდონტოლოგიური მკურნალობის თავისებურებები.