დენტალური იმპანტაციის გართულებები
დენტალური იმპლანტები, ისევე განიცდიან ნეგატიური რისკ–ფაქტორებისზემოქმედებას, როგორც ბუნებრივი კბილები. ამიტომ გეგმიური დათვალიერება დაპროფესიული მოვლა ძალიან მნიშნელოვანია. ეს ვიზიტები უნდა მოიცავდეს როგორცზოგადი ჯანმრთელობის, ისე პირის ღრუს მდგომარეობის შეფასებას, პაროდონტისქსოვილების და პერიიმპლანტური სივრცის გამოკვლევას.
🔎 ამერიკის პაროდონტოლოგიის ასოციაციისა და ევროპის პაროდონტოლოგთაფედერაციის მიერ მოწოდებულია პერი–იმპლანტური ქსოვილების ჯანმრთელობის 4 მდგომარეობა:
1. პერი–იმპლანტური ქსოვილების ჯანმრთელობა,
2. პერი–იმპლანტური მუკოზიტი,
3. პერი–იმპლანტიტი და
4. პერი–იმპლანტური ქსოვილების დეჰისცენცია ანუ რეცესია.
– პერი–იმპლანტური მუკოზიტის დროს გვაქვს ბაქტერიულ ნადებთან ასოცირებულიქსოვილების ანთებითი ცვლილებები – სისხლდენა ზონდით გასინჯვისას, ანთებისხილული ნიშნები. ამ დროს ჯერ არ გვაქვს ცვლილებები ძვალში და მდგომარეობისგამოსწორება შესაძლებელია, თუ ფოკუსირებას ნადების შემცირებაზე და ჰიგიენისგაუმჯობესებაზე გავაკეთებთ.✅
– ⚠️ პერი–იმპლანტიტის დროს გვაქვს გამოხატული ანთების ნიშნები და ძვლისპროგრესირებადი დაკაგვა, რაც ასევე ბაქტერიულ ნადებთან არის ასოცირებული დატექნიკურად მუკოზიტის პროგრესირების მომდევნო ეტაპს წარმოადგენს, თუ მისიმკურნალობა დროულად არ მოხდა.
– პერი–იმპლანტური ქსოვილების დეჰისცენცია ანუ რეცესია კი გულისხმოსქსოვილების დეფიციტს, რაც ესთეტიკური დეფექტის სახით, კერძოდ კი პერი–იმპლანტური ლორწოვანის კიდის ასიმეტრიით, აბატმენტის ან იმპლანტისგაშიშვლებით ვლინდება. ამ დროს არ ვლინდება ქსოვილების ანთების ნიშნები.