ღრძილის ჭარბი ზრდა

🦷🩸შეშუპებული ღრძილები პაროდონტის დაავადების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია
ღრძილების ანთებით ჭარბი ზრდა ფაქტობრივად ღრძილის არსებული ქსოვილის მოცულობის გაზრდაა (და არა თავად ქსოვილის ზრდა) მასში სითხის დაგროვების ხარჯზე.

❓ საიდან ჩნდება სითხე? სისხლძარღვებიდან. ადგილობრივი ანთებითი პროცესის გამო სისხლძარღვების კედლების განვლადობა იზრდება, სისხლიდან გამოყოფილი პლაზმა გამოჟონავს და ირგვლივ ქსოვილებში გროვდება, რაც მათ სითხით გაჯერებას და მოცულობაში გაზრდას ანუ შეშუპებას იწვევს. სწორედ კაპილარების ანთებითი ცვლილებების გამო ხდება ისინი “მყიფე” და ადვილად ზიანდება. შესაბამისად, შეშუპებული ღრძილებიც ადვილად სისხლმდენია მსუბუქ მექანიკურ ზემოქმედებაზეც კი.

🟣 ისევე როგორც ანთებითი პროცესი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული, ღრძილის ანთებითი ჭარბი ზრდა შეიძლება განვითარდეს მწვავედ, მაგ. ღრძილის მექანიკური დაზიანებისას ხეხვის დროს, ან თანდათანობით, ქრონიკულ ანთებით პროცესთან ერთად, მაგ. ნადების დაგროვებით გამოწვეული.