დენტალური იმპანტაციის გართულებები

დენტალური იმპლანტები, ისევე განიცდიან ნეგატიური რისკფაქტორებისზემოქმედებას, როგორც ბუნებრივი კბილები. ამიტომ გეგმიური დათვალიერება დაპროფესიული მოვლა ძალიან მნიშნელოვანია. ეს ვიზიტები უნდა მოიცავდეს როგორცზოგადი ჯანმრთელობის, ისე პირის ღრუს მდგომარეობის შეფასებას, პაროდონტისქსოვილების და პერიიმპლანტური სივრცის გამოკვლევას.
🔎 ამერიკის პაროდონტოლოგიის ასოციაციისა და ევროპის პაროდონტოლოგთაფედერაციის მიერ მოწოდებულია პერიიმპლანტური ქსოვილების ჯანმრთელობის 4 მდგომარეობა:

1. პერიიმპლანტური ქსოვილების ჯანმრთელობა,

2. პერიიმპლანტური მუკოზიტი,

3. პერიიმპლანტიტი და

4. პერიიმპლანტური ქსოვილების დეჰისცენცია ანუ რეცესია.

პერიიმპლანტური მუკოზიტის დროს გვაქვს ბაქტერიულ ნადებთან ასოცირებულიქსოვილების ანთებითი ცვლილებებისისხლდენა ზონდით გასინჯვისას, ანთებისხილული ნიშნები. ამ დროს ჯერ არ გვაქვს ცვლილებები ძვალში და მდგომარეობისგამოსწორება შესაძლებელია, თუ ფოკუსირებას ნადების შემცირებაზე და ჰიგიენისგაუმჯობესებაზე გავაკეთებთ.

⚠️ პერიიმპლანტიტის დროს გვაქვს გამოხატული ანთების ნიშნები და ძვლისპროგრესირებადი დაკაგვა, რაც ასევე ბაქტერიულ ნადებთან არის ასოცირებული დატექნიკურად მუკოზიტის პროგრესირების მომდევნო ეტაპს წარმოადგენს, თუ მისიმკურნალობა დროულად არ მოხდა.

პერიიმპლანტური ქსოვილების დეჰისცენცია ანუ რეცესია კი გულისხმოსქსოვილების დეფიციტს, რაც ესთეტიკური დეფექტის სახით, კერძოდ კი პერიიმპლანტური ლორწოვანის კიდის ასიმეტრიით, აბატმენტის ან იმპლანტისგაშიშვლებით ვლინდება.  ამ დროს არ ვლინდება ქსოვილების ანთების ნიშნები.