პაროდონტალური აბსცესი

🔰 პაროდონტალური აბსცესი მწვავე ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც პაროდონტის ქსოვილებშია ლოკალიზებული. ამ შემთხვევაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს არა კბილის არხი და პულპა, არამედ ღრძილოვანი ჯიბე, რომელიც კომუნიკაციაშია პირის ღრუსთან. სწორედ აქედან ხდება ინფიცირება და ბაქტერიების აკუმულირება პაროდონტულ ჯიბეში. ხშირს შემთხვევაში ასეთი გართულება საშუალო სიღრმის ან ღრმა ჯიბეების დროს ხდება. ბაქტერიების სწრაფი გამრავლებისა და ჩირქოვანი კერის ფორმირების გამო აუცილებელია ექიმი-პაროდონტოლოგის დაუყოვნებელი ჩარევა. მწვავე ჩირქოვანი პროცესის გამო ინტენსიურად იწყება პაროდონტის ქსოვილების დაშლა და ჩარევის გარეშე შესაძლებელია ინფექციის გავრცელება მეზობელ ქსოვილებში.

⚠️ მკურნალობისას აუცილებელია უპირველეს ყოვლისა ჩირქოვანი კერის დრენაჟი და მხოლოდ ამის შემდეგ მედიკამენტური მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში.

📊 ზოგადად, მწვავე პაროდონტული აბსცესი სიხშირით მესამე ადგილზეა იმ სტომატოლოგიურ შემთხვევებს შორის, რომელიც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებენ.