დიაბეტის მეექვსე გართულება

🍨 დიაბეტი მთელი პლანეტის პოპულაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პრობლემაა, რომელსაც ” ეპიდემიასაც” კი უწოდებენ ხოლმე. ვარაუდობენ, რომ შემთხვევების 50% არც კი არის დიაგნოსტირებული. მისი 6 მთავარი გართულება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის და ნეგატიურად აისახება ცხოვრების ხარისხსა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე: გულსისხლძარღვთა დაავადება და პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგია, ტვინის სისხლძარღვების პათოლოგია, რეტინოპათია, ნეფროპათია, ნეიროპათია, პაროდონტის დაავადება.

⚠️ შეიძლება აქამდე არ იცოდით, რომ პაროდონტის დაავადება დიაბეტის მეექვსე გართულებაა, რადგან ხშირად ფიქსირდება ცუდი გლიკემიური კონტროლის მქონე დიაბეტიან პაციენტებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ დაავადება კონტროლის ქვეშაა, პაროდონტის დაავადების, ისევე როგორც სხვა დანარჩენი გართულებების რისკი მკვეთრად მცირდება.
👇 დიაბეტის მქონე პირებში პაროდონტის დაავადებასთან ერთად ხშირად სხვა გამოვლინებასაც ვხვდებით პირის ღრუში, რაც შეიძლება დაავადების აღმოჩენაში და ადრეულ დიაგნოსტიკაში დაგვეხმაროს. ეს ნიშნებია:
– ნერწყვის გამოყოფის შემცირება
– წვის შეგრძნება
– სოკოვანი ინფექცია
– ქეილიტი
– გემოს აღქმის შეცვლა
– მრავლობითი პაროდონტული აბსცესები