ოჯახური ისტორიის მქონე პაროდონტის დაავადება განაჩენი არ არის!

📊 ღრძილების დაავადების განვითარებაში ლომის წილი პირის ღრუს ჰიგიენას ეკუთვნის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მიუხედავად კარგი ჰიგიენისა, მაინც ვითარდება პაროდონტის დაავადება. თუ თქვენი ოჯახის წევრებს — მშობლებს, ბებია-ბაბუას, თუნდაც ბიძას ან დეიდას აწუხებთ ღრძილებიდან სისხლდენა, შეშუპება და კბილების მორყევა, არსებობს გაზრდილი რისკი იმისა, რომ თქვენც გემუქრებათ ღრძილების დაავადება.
👨‍👩‍👧‍👦 აგრესიული მიმდინარეობის პაროდონტიტი უფრო ხშირია ოჯახის წევრებს შორის. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი პირადი არჩევანია დაიცავთ თუ არა პირის ღრუს კარგ ჰიგიენას, რაზეც დამოკიდებულია რამდენად მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს დაავადება პირადად თქვენთვის.
❗️ ოჯახური ისტორიის მქონე პაროდონტის დაავადება არ არის განაჩენი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოჯახის წევრების უმეტესობას აქვს ის. თქვენ გაქვთ არჩევანი და საშუალება გამოიყენოთ მისი თავიდან აცილების გზები თქვენს პაროდონტოლოგთან ერთად, თუ მის რეკომენდაციებს მიჰყვებით.