ღრძილის რეცესის მკურნალობა

👄 ვიზუალის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით თუ საქმე ღიმილს ეხება, ბევრჯერ დაგვიწერია ჩვენს ბლოგში. რას არ გააკეთებს და რას არ დათანხმდება ადამიანი ესთეტიკური პრობლემის გადასაჭრელად. ღრძილის რეცესიის მკურნალობა, განსაკუთრებით ფრონტალურ ზონაში, ერთ-ერთი ასეთი საკითხია. “ღრძილის გაზრდა” სხვადასხვა არაქირურგიული პროცედურებით, ზოგჯერ კი შინაური მეთოდებითაც, ხშირად ხდება იმედგაცრუების მიზეზი.

⚠️ ღრძილის რეცესია, რომელიც ღრძილის კიდის დამოკლებით გამოიხატება, რეალურად მის ქვეშ არსებული ძვლოვანი ქსოვილის განლევის შედეგია, რომელზეც ღრძილის ქსოვილია მიმაგრებული. სამწუხაროდ, ორგანიზმის ამ ნაწილში ქსოვილების თვით რეგენერაცია არ ხდება. მათი აღდგენა მხოლოდ ტრანსპლანტატის გადანერგვითაა შესაძლებელი, რაც დელიკატურ ქირურგიულ პროცედურას მოითხოვს. და მაშინაც კი ყოველთვის არ ხდება დაკარგული ქსოვილის 100%-ით აღდგენა. ამიტომ, ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემა ყოველთვის გამოცდილ პროფესიონალს უნდა მიანდოთ. ქირურგიულ პროცედურამდე კი აუცილებელი ეტაპებია ბაქტერიული ნადების ეფექტურად მოშორება და სწორი ჰიგიენური ჩვევების შეძენა.