იმპლანტაციის დაგეგმარება

იმპლანტაცია დღეს უკვე კარგად პროგნოზირებად, წარმატების მაღალი ალბათობის მქონე პროცედურას წარმოადგენს. იმპლანტების 95% ეფექტურად აგრძელებს ფუნქციონირებას 10 წლის შემდეგაც. დენტალური იმპლანტაციის შესრულებისას გამოყენებული ტექნოლოგიების და მასალების სრულყოფა ნაწილოვრივ ხსნის ამ წარმატებას.

💉 მაგრამ ამასთანავე დიდი წვლილი მიუძღვის იმ თანამედროვე პროტოკოლებს, რომელსაც დღეს იმპლანტოლოგები იყენებენ იმპლანტების ინსტალაციის დროს. ამ პროტოკოლების ერთერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი არის ძვლის საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და დეფიციტის შემთხვევაში მისი შევსება, რათა იმპლანტი საიმედოდ იყოს მოთავსებული ძვალში ხანგრძლივი და წარმატებული ფუნქციონირებისთვის.

🦴 ისევე როგორც სხვა ქსოვილები ადამიანის ორგანიზში, ძვალიც მუდმივად განიცდის განახლებას ანუ რეგენერაციას. “ძველი” უჯრედები ქრებიან და მათ ადგილს ახლები იკავებენ. ამ პროცესს სტიმულაციას უკეთებს ღეჭვა, ანუ ღეჭვისას განვითრებული ძალა, რომელიც კბილის ფესვის გავლით ძვლოვან ქსოვილს გადაეცემა. კბილის დაკარგვის შემდეგ სტიმულაცია აღარ ხდება და ძვლოვანი ქსოვილის რაოდენობა თანდათან მცირდება. იცვლება მისი ხარისხიც.

✅ ამიტომ იმპლანტაციის დაგეგმვისას აუცილებელია იმპლანტის ზონაში არსებული ძვლის გამოკვლევა.