პერიოკლუბის 2021 წლის პრეზიდენტი

სულ მალე 2021 წელი დადგება, რასაც მოუთმენლად ელოდება მთელი სამყარო! თითოეული ჩვენგანი არის უკეთესი მომავლის მოლოდინში, იმ იმედით, რომ სულ მალე დასრულდება პანდემია, შევძლებთ ონლაინ სივრციდან თავის დაღწევას, სითბოსა და სიყვარულის პირადი შეხვედრების დროს გაზიარებას!

ალბიუსის პერიოკლუბიც ასევე ელოდება ახალ წელს, იმ იმედით, რომ მალე ყველა ისევ შევიკრიბებით. მგანსაკუთრებით გვახარებს  ის ფაქტი, რომ კლუბის ახალი 2021 წლის პრეზიდენტი იქნება ქეთი გელაშვილი, რომელიც დარწმუნებულები ვართ თავისი ჩვეული სითბოთი, სიმშვიდით, მოტივაციითა და საქმისადმი თავდადებით წარუძღვება კლუბის საქმიანობას!

ქეთის ვუსურვებთ წარმატებებს და 2021 წელს ნაყოფიერ მუშაობას კლუბის ახალ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან ერთად, რომლებსაც სულ მალე გაგაცნობთ!