ორსულთა გინგივიტი

პირის ღრუ ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილია,სადაც ორსულობის დროს მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები იჩენს თავს. ხშირია ღრძილების შეშუპება, მაშინაც კი, როცა პირის ღრუს ჰიგიენა სათანადოა. ორსულთა გინგივიტს, ჩვეულებრივ, არ ახლავს თან პაროდონტის ქსოვილების შეუქცევადი დაზიანება და როგორც წესი, ანთების ნიშნები ქრება მშობიარობის შემდეგ ერთი თვის ფარგლებში.

დიდი ზომის შეშუპებების ეპულიდების მოკვეთაც, რომელიც არ ქმნის მნიშვნელოვან ესთეტიკურ და ფუნქციურ პრობლემას, არ არის აუცილებელი ორსულობის დროს შესაძლოა რეციდივი, ამასთანავე მათი უმრავლესობა თავისით ქრება ორსულობის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობასთან არ არის დაკავშირებული პაროდონტის დაავადების რომელიმე კონკრეტული სახე, იგი ზოგადად წარმოადგენს რისკ-ფაქტორს ორსულობის დროს გართულებებისა და გესტაციური შაქრიანი დიაბეტის განვითარებისთვის.

კვლევების თანახმად, არაქირურგიული პაროდონტოლოგიური მკურნალობა უსაფრთხოა ორსულობის მეორე ტრიმესტრში და ეფექტურია ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მნიშვნელოვნად არ ამცირებს გართულების რისკს. ამიტომ მკურნალობის ჩატარება აუცილებელია ორსულობის დაგეგმვამდე.