ღრძილის დვრილი

ღრძილის დვრილი ღრძილის ქსოვილის ის პატარა სამკუთხა ფორმის ნაწილია, რომელიც კბილებს შორისაა ამოზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ზომისაა, დვრილი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილის ირგვლივი ქსოვილების დაცვაში მექანიკური და ბაქტერიული დაზიანებისაგან.

ჯანმრთელი დვრილი სრულად ავსებს მეზობელი კბილების ყელს შორის არსებულ სივრცეს და საკვების ნარჩენები ადვილად აღარ რჩება კბილებს შორის.

იგი ღია ვარდისფერი ან მარჯნის ფერის უნდა იყოს და შეფერილობით არ უნდა გასხვავდებოდეს ღრძილის სხვა ნაწილისგან. მუქი ფერის ან სისხლმდენი დვრილი ღრძილების დაავადების დამახასიათებელი ნიშანია, ისევე როგორც მისი ფორმის ცვლილება წაკვეთილი სამკუთხედი, მომრგვალებული ან გამობურცული. ჯანმრთელი ღრძილის დვრილი სრულიად უმტკივნეულო უნდა იყოს ხელით გასინჯვისას ან ღეჭვისას, და სისხლდენის გარეშე.

პირის ღრუს სწორი ჰიგიენა წარმოადგენს აუცილებელ პირობას ღრძილის დვრილის ჯანმრთელობისთვის და ფუნქციონირებისთვის, ისევე როგორც ზოგადად ღრძილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის.

თუ შენიშნავთ, რომ პირის ღრუს რომელიმე უბანში დვრილი ჯანსაღად არ გამოიყურება, პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ პირის ღრუს ჰიგიენას და აუცილებლად მიმართეთ ექიმ-პაროდონტოლოგს.