პაროდონტის დაავადება და ორთოდონტიული მკურნალობა

💎 პირის ღრუს ზედმიწევნით კარგი ჰიგიენა ორთოდონტიული მკურნალობისას ერთერთი მთავარი პირობაა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული გართულებების თავიდან ასაცილებლად.

პაროდონტის დაავადების მქონე პირების წარმატებული ორთოდონტიული მკურნალობის მთავარი განმსაზღვრელი არის სწორი დიაგნოსტიკა მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის აქტიურ ფაზაში პაროდონტის ქსოვილებზე მუდმივი დაკვირვება. პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის მუდმივი მოტივირება და აქცენტირება პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობაზე.

👩‍🔬👨‍🔬 ორთოდონტი, რომელიც ასეთ კომპლექსურ შემთხვევებს მკურნალობს აუცილებლად უნდა ფლობდეს საფუძვლიან ცოდნას სხვადასხვა ტიპის ძვლოვანი დეფექტების პირობებში კბილების გადანაცვლების მექანიზმზე და მკურნალობის გეგმა უნდა შეადგინოს ისე, რომ პაროდონტოლოგიური მდგომარეობა არათუ არ დაზარალდეს, პირიქით, შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს კიდეც მკურნალობის დასრულების შემდეგ. მეორეს მხრივ, პაროდონტოლოგის მოვალეობაა სწორად შეაფასოს დაავადების სიმძიმე მკურნალობის დაწყებამდე და ჩაატაროს სათანადო მკურნალობა მოსამზადებელ ეტაპზე. უნდა გვახსოვდეს, რომ თანმხლები პაროდონტის დაავადების შემთხვევაში შედეგი დამოკიდებულია ორთოდონტისა და პაროდონტოლოგის შეთანხმებულ ერთობლივ ძალისხმევაზე.