ქლორჰექსიდინის გლუკონატი პაროდონტოლოგიაში

💦 1987 წელს ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციამ  (ADA) ქლორჰექსიდინის გლუკონატის 0.12%-იანი პირის ღრუს სავლები ეფექტურად სცნო ღრძილზედა ნადებისა და გინგივიტის ნიშნების შესამცირებლად და ამის შემდეგ ეს სავლები ფართოდ გამოიყენება, თუმცა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

🦷 ქლორჰექსიდინის გლუკონატის სავლებმა შეიძლება გამოიწვიოს ლაქები კბილებზე, პირის ღრუს ლორწოვანზე, ენაზე, ღრძილებზე. თუმცა ლაქები ადვილად გადადის მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. კბილის ზედაპირიდან კი ადვილად შორდება პროფილაქტიკური გაწმენდის დროს.

⚠️ ქლორჰექსიდინის გლუკონატის სავლების გამოყენებისას გინგივიტის ნიშნების შესამცირებლად, აუცილებელია ჯერ კბილების გახეხვა და ფლოსით გაწმენდა. შემდეგ კი სუფთა წყლით კარგად გამოვლება, რომ პირის ღრუში აღარ დარჩეს კბილის პასტის ნარჩენები. იგი რეაქციაში შედის პასტის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებთან, რაც მის ეფექტურობას ამცირებს. ამ რეაქციის გამოსარიცხად რეკომენდებულია ქლორჰექსიდინის გლუკონატის სავლების გამოყენება კბილების გახეხვიდან 30 წუთის შემდეგ.