პაროდონტიტის თავიდან აცილება შესაძლებელია
👨🔬 პაროდონტის დაავადება იმ პათოლოგიების რიცხვს მიეკუთვნება რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელია და ამისათვის არ არის საჭირო სხვადასხვა შინაური თუ ხალხური მედიცინის მეთოდები.
⛔️ უფრო მეტიც, ასეთი საშუალებები, რომელიც “ღრძილების გასამაგრებლად” გამოიყენება, რეკომენდებული არ არის, რადგან მათ იმედად აღარ ხდება აქცენტის გაკეთება ინდივიდუალურ ჰიგიენაზე, რომელიც უმთავრეს როლს თამაშობს პაროდონტის დაავადების პრევენციაში.
პაროდონტის დაავადების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა პირის ღრუს კარგი ჰიგიენა, რაც გულისხმობს:
✅კბილების გახეხვას დილას და საღამოს ძილის წინ (თუ შესაძლებელია, საკვების მიღების შემდეგაც, თუნდაც კბილის პასტის გარეშე თუ ეს ზედმეტ უხერხულობას გიქმნით სახლის გარეთ ყოფნისას).
✅ ფლოსით, კბილთაშორისი ჯაგრისით ან პირის ღრუს ირიგატორით კბილთაშორისი სივრცეების გაწმენდა მინიმუმ დღეში ერთხელ. სასურველია სპეციალურად თქვენთვის შერჩეული ანტისეპტიკური სავლების გამოყენებაც.
✅ პროფილაქტიკური ვიზიტი სტომატოლოგთან წელიწადში 2-ჯერ და მისი რეკომენდაციების გათვალისწინება
ყოველდღიურად პირის ღრუს ჰიგიენისთვის დათმობილი რამდენიმე წუთი შეგინარჩუნებთ ჯანმრთელ კბილებს და არცთუ ცოტა დროსა და თანხას დაგიზოგავთ, რაც პაროდონტის დაავადების მკურნალობას ესაჭიროება.