პაროდონტოლოგიური პლასტიკური ქირურგია

🔰 “პლასტიკური ქირურგიის” ხსენებისას უმრავლესობა პირველ რიგში გაიფიქრებს ცხვირის, მკერდის, ქუთუთოს და სხვა შედარებით გავრცელებულ ქირურგიულ პროცედურებზე. საკმაოდ ხშირად ისინი არამარტო კოსმეტიკური, არამედ სამკურნალო მიზნით ინიშნება და სრულდება.

✅ პაროდონტოლოგიური პლასტიკური ქირურგიაც უმეტეს შემთხვევაში კბილების შენარჩუნებას ემსახურება ღრძილის გამოჯანმრთელების გზით.
ღრძილის რეცესიას პაროდონტის დაავადება იწვევს. იმის მიხედვით, თუ რამდენად მძიმეა დაავადება, მკურნალობის პროცესში შესაძლებელია ღრძილის მიმაგრების აღდგენა ნორმალურ დონეზე. მაგრამ თუ რეცესია ღრმაა, უმეტესად საჭირო ხდება პაროდონტოლოგიური პლასტიკური ქირურგიის გზით მისი აღდგენა ტრანსპლანტატების გამოყენებით ან მათ გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მრავალი სახის ტრანსპლანტატია ხელმისაწვდომი, ცხოველური თუ ადამიანური წარმოშობის, საუკეთესო დონორი თავად ის პირია, ვისაც პროცედურა უტარდება. ასეთ ქსოვილს აუტოტრანსპლანტატი ეწოდება. მაგალითად, თავისუფალი ღრძილოვანი ტრანსპლანტატის აღება ხდება სასის ზონიდან. იგი დამუშავდება და გადაიტანება ღრძილის რეცესიის ზონაში, რომელიც წინასწარ არის მომზადებული. შეხორცების შემდეგ იგი ბუნებრივად ფარავს კბილის ფესვს, ხოლო სასაზე არსებული დონორი ზონა სრულად აღდგება.

⚠️თუმცა პაციენტი ყოველთვის არ თანხმდება დამატებით ქირურგიულ პროცედურას და კიდევ ერთ ჭრილობას (სასაზე). ასეთ შემთხვევაში გამოიყენება დონორის ქსოვილი (ცხოველის ან ადამიანის), რომელსაც დღეს მრავალი კომპანია აწარმოებს. თუმცა აუტოტრანსპლანტატი “ოქროს სტანდარტად” არის მიჩნეული.