ღიმილის ხაზი

ღიმილის ხაზი ანუ ღიმილის დროს კბილების გამოჩენის ხარისხი, რამდენიმე გარემოებთაა განპირობებული. ესაა: 1. ტუჩების ფორმა და ზომა; 2. სახის კუნთების ტონუსი; 3. კბილების ფორმა და ზომა; 4. ღრძილის ქსოვილის თავისებურება.

✅ ღიმილის ხაზის ოპტიმალური მდებარეობისას ღრძილი უნდა შიშვლდებოდეს მინიმალური რაოდენობით. ღრძილის კონტური უნდა იყოს თანაბარი და ჰარმონიულად ერწყმოდეს ტუჩს. ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ფაქტორის დარღვევის მიზეზით ღიმილის დროს ღრძილის ჭარბად გაშიშვლებას ღრძილოვანი ღიმილი ეწოდება, რომელიც ბევრისთვის ფსიქოლოგიური დისკომფორტის მიზეზია და თვლიან, რომ მათი ღიმილი მიმზიდველი არ არის. ხშირად ამის გამო გაღიმებასაც კი ერიდებიან.

☝🏻 თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მდგომარეობის უკან ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მიზეზი დგას, როგორიცაა მაგალითად თანკბილვის ანომალია ან კბილის ამოჭრის დარღვევა.