ღრძილის ქსოვილის ანთების ნიშნები შეიძლება გაჩნდეს ორსულობის პერიოდში მაშინც კი, თუ პირის ღრუს ჰიგიენა დაცულია

🤰იცოდით, რომ ღრძილის ქსოვილის ანთების ნიშნები შეიძლება გაჩნდეს ორსულობის პერიოდში მაშინც კი, თუ პირის ღრუს ჰიგიენა დაცულია?

თუ ამის ფონზე, უყურადღებობის გამო ღრძილების დაავადება განვითარდება, ჩნდება სხვადასხვა გართულების რისკი — გესტაციური დიაბეტი, ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონის ნაყოფი, პრე-ეკლამპსია. უფრო მეტიც, კვლევები აჩვენებს, რომ ბაქტერიები პირის ღრუდან შეიძლება მიგრირდეს ნაყოფსა და პლაცენტაში.

რა უნდა გააკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად? ორსულობის დაგაგმვამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პაროდომტოლოგთან პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობის შესამოწმებლად. აქტიური პაროდონტიტის მკურნალობა აუცილებელია ორსულობის დადგომამადე, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუმცა ორსულობის პერიოდშიც არაა შეუძლებელი, ნაკლებინვაზიური მეთოდების გამოყენებით. მთავარია, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მოხდეს ბაქტერიული დატვირთვის შემცირება, სწორი ჰიგიენის უზრუნველყოფა და ნადების კონტროლი.

ჯანმრთელი პაროდონტის პირობებში განვითარებული ანთების ნიშნები, რომელიც ჰორმონული ძვრებითაა გამოწვეული, ორსულობის დასრულებასთან ერთად გაქრება, თუ ხელს შევუწყობთ, რომ პაროდონტის დაავადებაში არ გადაიზარდოს.